09:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-05 14:03:57, 882 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: როდესაც სიძულვილი არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღია, ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული

 „როდესაც არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი არის სიძულვილი, მაშინ სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელი ფაქტი ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელსაც ერთის მხრივ „ქართული ოცნება“, მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ ამკვიდრებს  ქვეყანაში.

„როდესაც სიძულვილი არის მთავარი იარაღი არჩევნებში გამარჯვების, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული.რა თქმა უდნა ,ყველამ ჩვენ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცეებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულია ოთხი პირი.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics