|
2016-10-04 11:54:08, 2386 ნახვა
მსოფლიო
BBC: "ალ-ნუსრას ფრონტმა" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა
სირიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება “ჯებჰატ ფათჰ აშ-შამი”, რომელიც წარსულში ცნობილი იყო როგორც “ალ-ნუსრას ფრონტი”, ერთ-ერთი ლიდერის, მქადაგებლის აბუ ფარაჯ ალ-მასრის გარდაცვალების შესახებ იტყობინება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც მედია საშუალება წერს, ალ მასრი იდლიბის პროვინციაში უპილოტო თვითმფრინავის დარტყმას ემსხვერპლა. სირიელი ოპოზიციონერების განცხადებით, “ალ-ნუსრას ფრონტის” ლიდერი ავიადარტყმის დროს ავტომობილით თანამებრძოლებთან ერთად მგზავრობდა. ამასთან, BBC თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ანტიტერორისტულ კოალიციას ეკუთვნოდა. ცნობისთვის, 8 სექტემბერს “ალ-ნუსრას ფრონტმა" მისი საველე მეთაურის აბუ ომარ სარაკების ლიკვიდაციის შესახებ განაცხადა. ავიადარტყმა ალეპოს პროვინციაში განხორციელდა. თუმცა უცნობია, თუ რომელი ქვეყნის ავიაციამ განახორციელა დარტყმა. სექტემბრის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ ვაშინგტონი “ალ-ნუსრას” ფრონტის ლიკვიდაციისთვის მზად არის. ლავროვის მტკიცებით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას დაჯგუფებაზე არც ერთი დარტყმა არ განუხორციელებია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აბსურდული უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)