15:18 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-04 10:32:29, 1455 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი ეწვია

თბილისში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწვევით, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი, ბიულენთ თუფენქჯი ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტუმარს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დახვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქული დელეგაციის შემადგენლობაში არიან თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, საბაჟო, ევროკავშირთან და საგარეო თანამშრომლობის დირექტორატების ხელმძღვანელები.

თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრი თბილისს მეუღლესთან და შვილთან ერთად ესტუმრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics