|
2016-10-03 11:04:51, 2045 ნახვა
მსოფლიო
"თალიბანმა" ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ქუნდუზზე შეტევა დაიწყეს
მოძრაობა “თალიბანის” მებრძოლებმა, ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში ქუნდუზის პროვინციაზე შეტევა დაიწყეს და ქალაქში შეიჭრნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. სამართალდამცველების განცხადებით, შეტევა ადგილობრივი დროით დაახლოებით შუაღამით დაიწყო. შეტაკებები ქალაქში ამ დრომდე გრძელდება. როგორც “თალიბანის” წარმომადგენელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, მოძრაობამ ქუნდუზში მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. ისლამისტების განცხადებით, შეტევა ქალაქზე ოთხი მხრიდან მიმდინარეობს. მედია საშუალების ინფორმაციით, მებრძოლებმა დაიკავეს ქუნდუზის მახლობლად მდებარე დასახლება ნავაბადი, სადაც რამდენიმე სამხედრო მოკლეს და კონტროლი დაამყარეს ოთხ გამშვებ პუნქტზე. როგორც სააგენტო Reueters-ი წერს, ქალაქ ქუნდუზის თავზე ვერტმფენები დაფრინავენ, ქალაქში კი კალაშნიკოვის ავტომატებით, ტყვიამფრქვვებითა და ნაღმტყორცნებით შეიარაღებული მებრძოლები იმყოფებიან. სააგენტო France Press-ის ცნობით, ქალაქში დახურულია ყველა მაღაზია, ქუჩებში ადგილობრივები არ ჩანან. ცნობისთვის, “თალიბანმა” ქალაქი ქუნდუზი გასულ წელს დაიკავა, თუმცა სამთავრობო ძალებმა მებრძოლები ორ დღეში განდევნეს. ბრიუსელში 4 ოქტომბერს ავღანეთის საკითხისადმი მიძღვნილი კონფერენცია იხსნება, რომელზეც დასავლურმა ქვეყნებმა ქაბულის დახმარების პროგრამა უნდა დაამტკიცონ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)