|
2016-09-28 11:43:08, 1229 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ყულევში „სოკარის“ მსხვილი საინვესტიციო პროექტი გახსნა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილმა ყულევის ნავთობტერმინალში, ორი დამატებითი სარეზერვუარო პარკის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი არის და სამომავლოდაც დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. მისი განცხადებით, აღნიშნული მსხვილი საინვესტიციო პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საინვესტიციო კლიმატის მიმართ გამოხატული ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა. პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა „სოკარის“ მიერ ტერმინალში განხორციელებულ ინვესტიციას, რომელმაც შექმნა 600-ზე მეტი სამუშაო ადგილი, ქვეყანას კი დამატებითი შემოსავალს მოუტანს. ტერმინალზე დამატებითი პარკების მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. #5 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 6 რეზერვუარისგან, რომელთა საერთო მოცულობა 60 000 მ3 შეადგენს. სხვადასხვა სახის პროდუქციის, მათ შორის - გაზოილის, ნავთის, ნახშირწყალბადის აირის კონდენსატის, დიზელის საწვავისა და საავიაციო ნავთის - მიღების, შენახვისა და დატვირთვის აშენებული ეს ობიექტი გამიზნულია კასპიის რეგიონიდან ნავთობპროდუქტების იმპორტისა და ექსპორტისათვის. სამომავლოდ ობიექტზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სავარაუდო ტვირთბრუნვა ყოველწლიურად 1 500 000 მტ. მიაღწევს. #6 ახალი რეზერვუარების პარკი შედგება 5 რეზერვუარისგან, მათი საერთო მოცულობა 12 000 მ3 შეადგენს, მათ შორის 2 ერთეული - 3000 მ3 და 3 ერთეული - 2000 მ3. რეზერვუარების პარკი დაპროექტებულია თხევადი პიროლიზის ფისის, იზოპროპილის სპირტისა და სამრეწველო ზეთის შესანახად. შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ მართვის ინტეგრირებული სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001, ISO 1400 & OHSAS 18001 სტანდარტების შესაბამისად -UKAS აკრედიტებული სერტიფიცირების ორგანიზაციის შპს “Moody International”-ის მიერ 2008 წელს. ცნობისთვის დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, ღონისძიებას ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და კომპანია „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. (NS)
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)