|
2016-09-27 14:25:17, 1191 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს
საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (Investment Group BGEO) ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. „ბიჯეოს“ შვილობილმა კომპანიამ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოში, კერძოდ საგურამოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესი ააშენა. „საგურამოჰესის“ მშენებლობისთვის 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. „ბიჯეომ“ ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“. „საგურამოჰესის“ მშენებლობა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურის და რესურსის გამოყენებით გახორციელდა. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტსთ. ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს და წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა. „მოხარული ვარ, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ წარმატებით ასრულებს ძირითად საქმიანობას და აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის, სწორედ საქართველოში, ქართულ კომპანიებში ინვესტირებას. ჯამში ,,ბიჯეოს“ მიერ 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“. საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სტაბილურობის გარანტი, სწორედ ქართული კომპანიების გაფართოვება და განვითარებაა. ზუსტად ისე, როგორც ეს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ განახორციელა. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირება კი სწორედ ქართული კომპანიების განვითარებაში მოხდება“, - განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. დამატებითი ინფორმაცია საინვესტიციო ჯგუფის შესახებ იხილეთ: http://bgeo.com/
(R)
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)