|
2016-09-26 18:24:57, 1474 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ბრალდებულ ესტატე მინდოდაურს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და ტარებისთვის ბრალდებული ესტატე მინდოდაური დამნაშავედ სცნო. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, გლდანის დასახლებაში ესტატე მინდოდაურსა და მის მეგობარს კახი ინაშვილს შელაპარაკება მოუვიდათ ძმებ თორნიკე და თენგიზ ვარდანაშვილებთან, ასევე მათ მეგობრებთან - ლევან ხოკერაშვილთან და ლაშა ხართიშვილთან. აღნიშნულზე განაწყენებული ესტატე მინდოდაური დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით, სხეულის სხვადასხვა არეში თორნიკე ვარდანაშვილს ხუთი, ხოლო ლევან ხოკერაშვილს ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თორნიკე ვარდანაშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ლევან ხოკერაშვილის გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ესტატე მინდოდაური დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში თიანეთის რაიონში დააკავეს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თათბირის დაწყებიდან 4 საათსა 30 წუთში ესტატე მინდოდაური სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ოთხივე ბრალდებაში, აქედან ერთხმად სცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ სცნო 8 ხმით ოთხის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ესტატე მინდოდაურს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)