|
2016-09-23 12:01:50, 2602 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაც არის გათვალისწინებული
აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯერი დაამტკიცა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, სამხედრო მიზნებზე 602 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. თანხის დიდი ნაწილი თავდაცვის სამაინისტროს, დანარჩენი კი ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების პროგრამების ხარჯებისთვის გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი თანხაა გათვალისწინებული. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, პენტაგონი იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლა თავდაცვის სტრატეგიის მთავარ კომპონენტად ექცია. რუსეთის აგრესიის შეკავებაზე 2017 წლის ბიუჯეტში 3,4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებულია. თანხა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების განთავსებას მოხმარდება, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დახმარებას. როგორც თეთრი სახლის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონი ნატო-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწვეს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)