11:39 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 18:52:23, 1420 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლიტვის ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სავაჭრო მისიის სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მისია ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა და ლიტვის ინფორმაციულ ტექნოლოგიური (IT) კომპანიების ასოციაციის INFOBALT-ის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისდა ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანაორგანიზებით ჩატარდა.

უწყების ცნობით, სხდომას ასევე დაესწრო და მოხსენებით გამოვიდა ლიტვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში  გიედრიუს პუოჯუნასი.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო მისია ლიტვური კომპანიების მონაწილეობით სამთავრობო პროგრამის „სტარტაპ საქართველოს“ მხარდასაჭერადაა მიმართული. მისი თქმით, ლიტვა ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საინფორმაციო ტექნოლოგიებისსექტორის განვითარების მიმართულებით, ამდენად, მათი გამოცდილების გაზიარება ადგილობრივიIT-ინდუსტრიისთვის. 

სავაჭრო მისიაში ლიტვის უმსხვილესი IT-კომპანიები მონაწილეობენ, რომლებიც მისიის მსვლელობისას გამოცდილებას გაუზიარებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის სამთავრობო პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებსაც.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics