19:22 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 15:38:10, 1428 ნახვა

სამართალი
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ახალაიას მოადგილისგან ცრუ მოწმეების მოძებნის დავალება მივიღე

თბილისის საქალაქო სასმართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი მერებაშვილი, მეტსახელად „ნაცი“ დაიკითხა.

მერებაშვილის განცხადებით, ის უშუალოდ სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა და ნავთლუღის ავტოსადგურთან ახლოს იმყოფებოდა, ხოლო შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც სროლების ხმა გაიგო.

მისივე თქმით, როდესაც ის ავტოსადგურში მივიდა, სამი ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო, მათ წინ იარაღი ეყარა, ხოლო ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე შალვა თათუხაშვილი, გიორგი დგებუაძე და სხვა პირები.

როგორც მოწმემ აღნიშნა, მოგვიანებით დავით ჩხატარაშვილისგან, რომელიც დათა ახალაიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მიიღო დავალება, რომ მოეძებნა აღნიშნული სპეცოპერაციისთვის ცრუ მოწმეები.

"დავით ჩხატარაშვილმა მითხრა, მომეძებნა ორი პიროვნება, რომლებიც იტყოდნენ, რომ შეესწრნენ სამი ადამიანის მიერ შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მე შევარჩიე ორი პირი, რომელთა შესაძლებლობებსაც ვიყენებდი ოპერატიული საქმიანობის მასალების შეგროვებისას", - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას და კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ აქვთ წარდგენილი.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics