11:38 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 17:07:03, 1390 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველო 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, 2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, 159 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილზეა.

“ამ შედარებით ინდექსში საქართველო მე-5 ადგილზე იმყოფება ისეთი ქვეყნების შემდეგ, როგორიც არის ჰონკონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია,  შვეიცარია და მეხუთე არის საქართველო. ეს არის ძალიან დიდი წინსვლა. მინდა, ვთქვა შედარებისთვის, რომ 2015 წელს ჩვენ ვიყავით მე-12 პოზიციაზე, 2014 წელს მე-16-ზე, 2013 წელს 21-ე , 2012 წელს 53-ე პოზიციაზე. ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, რომელიც განპირობებულია ისეთ სფეროებში წინსვლით, როგორიც არის ფინანსების ხელმისაწვდომობა, საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლების დაცვა და სხვა მიმართულებები. ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ყველა ჩვენთაგანმა მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რომ მეტი ინვესიტია იყოს მოზიდული ქვეყანაში“, - განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics