18:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-12 16:34:57, 1187 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების სავალუტო რეზერვებით ჩანაცვლება დანაშაულებრივი ქმედებაა

ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიძის განმარტებით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი  ფუნქცია სავალუტო რეზერვების სწორი მართვაა, რადგან რეზერვი ფინანსური სტაბილურობის გარანტია.

"როგორც უკვე ითქვა, წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო სავალუტო შემოდინებებმა შემცირება,  რაც გამოსახულია ექსპორტის გზავნილების და რიგ შემთხვევაში ტურიზმის კლებაში.  ამან გამოიწვია ლარის კურისის გაუფასურება და მივიღეთ ეს შედეგი. ამ დროს, პირველი საკითხი-არის თუ არა გამოსავალი რეზერვების ხარჯვა, სავალუტო რეზერვი არის ზუსტად ის თანხა,რომელიც არის გარანტი ფინანსური  ამ ქვეყანაში, მათი სწორი მართვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუქნციაა. და ამ დროს  სავალუტო რეზერვების ხარჯვა ყოვლად მიუღებელი, არასწორი, დანაშაულებრივი ქმედებაა, ვინაიდან ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება სავალუტო რეზერვებით, არის არა მარტო არასწორი, არამედ კონტრპროდუქტიული, რაც უამრავი მაგალითითაა დადასტურებული. ბევრ ქვეყანაში განხორციელდა სავალუტო რეზერვების ხარჯვა, რამაც ლარის გაუფასურებას ვერ უშველა და ეს ქვეყნები დარჩნენ უფრო მეტად უძლური კრიზისებისადმი",-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics