04:35 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 19:25:39, 1241 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაათვალიერა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამბროლაურის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დაათვალიერა. ის კმაყოფილი დარჩა მშენებლობის ტემპით და იმ გარემოებით, რომ პროექტის განხორციელების პროცესში, ძირითადად, ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებულნი. 

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბროლაურში აეროპორტისა და აეროდრომის მშენებლობა ხორციელდება საქართველოს მთავრობის ოთხპუქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რაჭის ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად. 

დღეის მდგომარეობით, მიწის სამუშაოების 45 პროცენტი უკვე შესრულებულია. ადგილზე 51 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 125 ადამიანზე მეტია დასაქმებული, მათ შორის, 65 ადგილობრივია. 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთო ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია იქნება ინვესტირებული და ის ხელს შეუწყობს რაჭის ტურისტული პოტენციალის განვითარებას. 
აეროპორტი დასაწყისისათვის განსაზღვრული იქნება  მცირე ზომის - 15-20 ადგილიანი საჰაერო ხომალდებისთვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მთელი ინფრასტრუქტურის დაპროექტება ხდება ისე, რომ გათვალისწინებულია პერსპექტივაში უფრო დიდი ხომალდების მიღებაც (დაახლოებით 30-50 მგზავრის ტევადობით). 

პირველ ეტაპზე, იგეგმება 1100 მეტრი სიგრძის  ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომელიც პერსპექტივაში შესაძლოა 1300-1400 მეტრამდე დაგრძელდეს. რაც შეეხება აეროპორტის ტერმინალს, იგი დაახლოებით 600 კვ.მ. - მდე ფართობზე განთავსდება და დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზე იქნება გათვლილი.

მთლიანობაში, აეროპორტის ოპერირების დაწყება წლის ბოლოსთვის იგეგმება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics