|
2016-09-14 21:43:16, 1247 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში შექმნილი საწარმო დაათვალიერა
40 ადამიანი დასაქმდა „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში ამოქმედებულ საწარმოში, რომელიც პარალონს და პოლიურეთანს აწარმოებს. შპს „დენოლას“ ახალი საწარმო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა. „დენოლაში“ ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ანი კვარაცხელია. საწარმოს შესაქმნელად, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კომპანიამ 2 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო პირველი 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4.800 000 ლარს შეადგენს. „ეს არის 4 000 კვ. მეტრზე განლაგებული საწარმო, რომელიც გახლავთ, ასე ვთქვათ, ნულიდან აშენებული. ძალიან სასიხარულოა, რომ პროდუქცია, რომელიცა ქ იწარმოება, რეალურად სარგებლობს ძალიან დიდი პოპულარობით. პარალონის 10 მილიონის იმპორტი შემოდიოდა ჩვენს ქვეყანაში, ამ კომპანიამ 7 მილიონის იმპორტის ჩანაცვლება შეძლო და ეს მოახერხა იმით, რომ აქვთ საუკეთესო ხარისხი და ძალიან კარგი ფასები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა არსებული პროდუქციისა, კომპანია აპირებს განავითაროს თავისი წარმოება და დაამატოს არაერთი ახალი პროდუქტი და ასევე ახალი სამუშაო ადგილები“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. კომპანიის წარმომადგენელთა ინფორმაციით, პროდუქციას დამატებით ღირებულებას მატებს ის ფაქტი, რომ პარალონის შესაქმნელად გამოსაყენებელი ნედლეულით იწარმოება ასევე სხვა ტიპის პროდუქციაც, მათ შორის წებო და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. „დენოლას“ ფინანსური დირექტორის, მარიამ აბაშიძის განცხადებით, პროდუქტი ექსპორტზე უკვე გადის აზერბაიჯანში და იგეგმება მისი ევროპაში გატანაც. „ჩვენი საწარმო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დამსახურებით შეიქმნა და რომ არა მთავრობის ეს ინიციატივა, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა ჩვენი იდეის განხორციელება“ – განაცხადა მარიამ აბაშიძემ. (NS)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)