15:55 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 14:50:28, 1900 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვას

უკრაინამ შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამნეტო ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვას, თუ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაცია რუსულ დელეგაციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ტელეკომპანია ICTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტას განიხილავს. 

“ჩვენი პოზიცია მარტივია: თუ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას, მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აღიარებენ, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტას”, - განაცხადა კლიმკინმა.

უკრაინის მთავარი დიპლომატის თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არამედ  სხვა ორგანიზაციებსაც, როგორიცაა ეუთო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშომლობის საპარლამენტო ასამბლეა.

ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანზიაციებში მომუშავე უკრაინელ დეპუტატებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ამ საკითხზე. გარდა ამისა, პავლო კლიმკინი მათ რადიკალური ზომებისკენ მოუწოდებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics