|
2016-09-06 11:25:50, 1158 ნახვა
ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფის“ გორის “დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში მოხვდა
„ვისოლ ჯგუფის“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ მსოფლიოს საუკეთესო დიზაინის მქონე ავტოგასამართი სადგურების სამეულში შეიყვანა. მსოფლიოს 200 ბენზინგასამართი სადგურიდან საუკეთესოები დიზაინის, ინოვაციებისა და გარემოსთან სტრუქტურული კავშირის გათვალისწინებით შეირჩა. პირველ და მეორე ადგილებზე ამერიკასა და ბელგიაში მდებარე ავტოგასამართი სადგურები დასახელდა. „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ მულტიფუნქციურია და „ვისოლის“ ავტო და გაზგასამართი სადგურების გარდა მომსახურების სხვა ობიექტებსაც მოიცავს. კომპლექსის შემადგენელი ნაწილებია „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები, „ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრი, სუპერმარკეტი “სმარტი” პროდუქტების ფართო არჩევანით და “სმარტ კაფე” უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმით. აქვე განთავსებულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების სავაჭრო კუთხეც. კომპლექსის ტერიტორიაზე გამოყოფილია სატვირთო მანქანების, ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების პარკირების ზონაც. „“ვისოლ ჯგუფისათვის“ განსაკუთრებულად საამაყოა ისეთი პოპულარული საერთაშორისო გამოცემის აღიარება, როგორიც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფია“, ჩქაროსნულ მაგისტრალზე „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი“ „ვისოლ ჯგუფის“ ყველაზე მსხვილი და ამავდროულად უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია. საქართველო დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება უცხოელი ტურისტებისათვის და გადამზიდავი კომპანიებისათვის. ასეთი კომპლექსის არსებობა კი, სადაც მულტინაციონალური ბრენდებია წარმოდგენილი და ყველა საჭირო მომსახურების მიღება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, მათ მოგზაურობას საქართველოში და საქართველოს გავლით შეუდარებლად უფრო კომფორტულს ხდის. „ტელეგრაფის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ვისოლ ჯგუფის“ „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შესახებ კი საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
(R)
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)