00:04 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-05 19:15:26, 2530 ნახვა

მსოფლიო
ტერაქტი სირიაში - დაღუპულია სულ მცირე 40 ადამიანი

სირიის 4 ქალაქში ტერორისტული აქტების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, აფეთქებების შესეხებ ინფორმაცია, თითქმის ერთდროულად გავრცელდა.

პირველი აფეთქება ჰომსში მოხდა. აფეთქების ხმა იმ საცხოვრებელ უბანში გაისმა, რომელშიც ძირითადად ალავიტები და შიიტები ცხოვრობენ. ტერორისტებმა იმსხვერპლეს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ისე ორი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე. შემდეგი აფეთქება უკვე ჰომსში მოხდა. მას ყველაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 35 ადამიანი. ამ დროისათვის "ისლამურმა სახელმწიფომ" მხოლოდ ჰასეკიში მომხდარ ტერორისტულ აქტზე აიღო პასუხისმგებლობა. დანარჩენ აქტებზე პასუხისმგებლობა, ამ დროისათვის არცერთ ორგანიზაციას, თავის თავზე არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იაროსლავის ოლქში, პიროტექნიკის საწყობში გაჩენილ ხანძარს 14 ადამიანი ემსხვერპლა
მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქებში ბენზინგასამართი სადგურებიდან ბენზინი გაქრობას იწყებს
საქართველოს ნაკრებისა და უკრაინის მატჩი ფრედ დასრულდა
პუტინმა გერმანელ მფლობელებს „მეტროს“ ჰიპერმარკეტების ქსელი ჩამოართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics