08:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-03 16:28:41, 738 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა უზბეკეთის პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამგლოვიარო ღონისძიებაზე, რომელიც პრეზიდენტ კარიმოვის მშობლიურ ქალაქ სამარყანდში გაიმართა, 17 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდა.

უზბეკეთის პრეზიდენტს უკანასკნელი პატივი მიაგეს თურქმენეთის, ტაჯიკეთის, ავღანეთის პრეზიდენტებმა; ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრებმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა, სხვადასხვა ქვეყნების აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics