|
2016-09-02 15:34:33, 1371 ნახვა
სამართალი
გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კ.კ. 2016 წლის 21 მარტს, დღის საათებში ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შეხვდა ნ.ჯ-ს და ქორწინება შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო, ორი დღის განმავლობაში ცდილობდა ნ.ჯ-ს წინააღმდეგობა დაეძლია. "კ.კ. მუქარით, ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობით აიძულებდა ნ.ჯ-ს მასთან ქორწინებას. 2016 წლის 22 მარტს, ღამის საათებში, კ.კ-მ იძულებით მიიყვანა ნ. ჯ. ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა კ.კ. 2016 წლის 11 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) და 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქორწინების იძულება). ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კ.კ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)