04:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 11:46:39, 778 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტის კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე კენჭისყრა 5 სექტემბერს შედგება

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე კენჭისყრა 5 სექტემბერს გაიმართება, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, კლოდ მორაესმა „მოამბის"კორესპონდენტს ბრიუსელში, ქეთევან ქარდავას განუცხადა.

როგორც მორაესმა აღნიშნა, ანგარიშის ავტორი და მომხსენებელი მარია გაბრიელია.

“ანგარიშს კენჭისყრაზე მომავალ კვირას გავიტანთ. ანგარიშის ავტორია გამოცდილი მომხსენებელი მარია გაბრიელი. კენჭისყრა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას შეეხება. კენჭისყრის შედეგებზე პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, თუმცა მსურს, როგორც კომიტეტის თვამჯდომარემ აღვნიშნო, რომ ამ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში დადებითი დამოკიდებულებაა. ჩვენ არაერთი შეხვედრა გქვონდა ქართულ დელეგაციასთან. აქედან გამომდინარე, ველოდები კენჭისყრის პოზიტიურ შედეგებს, თუმც აკიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანამდვილებით დღეს ამის თქმა არ შემიძლია”, -განაცხადა კლოდ მორაესმა.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ ვიზალიბერალზიაციის საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, საკითხს პლენარულ სესიაზე გაიტანენ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს სავარაუდოდ ოქტომბერში უყრიან კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics