|
2016-08-27 16:03:43, 2045 ნახვა
მსოფლიო
სირიელი ამბოხებულები: თურქეთის ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა
სირიის ოპოზიციური დაჯგუფება "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭოს“ განცხადებით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ქალაქ ჯარაბლუსის სამხრეთით დასახლებულ ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.მეამბოხეების განცხადებით, ავიაიერიშებს სოფელ ამარნაში მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტი "რეგიონის მომავალს საფრთხეს უქმნის". მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მედია საშუალების ინფორმაციით, "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო” ოპოზიციურ დაჯგუფება - " სირიის დემოკრატიულ ძალებთანაა“ დაახლოებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქურთები ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და სირიაში შეიჭრნენ. ოპერაციას წინ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მასიური საარტილერიო იერიში განახორციელეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, რომელიც ანკარამ დაიწყო, თურქეთ-სირიის საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. მისი განმარტებით, ავიადარტყმები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსა" და სირიელი ქურთების წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ანკარა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ მოკავშირედ მიიჩნევს. მოგვიანებით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მიერ ქალაქ ჯარაბულუსში შეჭრა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის წარმოება დაგმო და თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)