|
2016-08-26 15:43:30, 626 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: არ არის მიღებული პასუხი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არსებობდა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ დრომდე არ არის მიღებული პასუხი მნიშვნელოვან კითხვებზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით არსებობდა. ბესელიას თქმით, პლენუმის ჩაშლის შემდეგ ამ დრომდე არ არის პასუხი ვისი მიზეზით, ვისი უშუალო მონაწილეობით ჩაიშალა სხდომა. “არ მიგვიღია პასუხი იმ კითხვებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთი მოსამართლის მიერ იყო მითითებული საჯაროდ გაცხადებულ წერილში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევები, რომლებიც ეხებოდა სარჩელების შეცვლის საკითხს. სწორედ ამაზე უნდა ემსჯელა პლენუმს, რომელიც გადაიდო და გადაიდო გაურკვეველი ვადით. მე მინდა მოგმართოთ თქვენ, რომ დასვათ კითხვები საკონსტიტუციო სასამართლოსთან - რა ხდება შეცვლილსარჩელებთან დაკავშირებით? რატომ არ არის ამ დრომდე პასუხი გაცემული კითხვებზე, იმ შუამდგომლობებზე, რომლებიც პარლამენტმა წარადგინა და ეხებოდა ამ საფუძვლებით კონკრეტული მოსამართლეების აცილებას იმისთვის, რომ გაჩნდა ეჭვი მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაზე. დასვით ეს კითხვები, რომ ჩვენც და საზოგადოებამაც გაიგოს, რა პოზიცია აქვს სასამართლოს, რატომ აჭიანურებს დღეს თავად ამ საკითხების გადაწყვეტას მაშინ, როდესაც უკვე მოვისმინეთ, რომ მომზადებულია ორი დასკვნის პროექტი და არ ვიცით, რატომ არ იღებს პლენუმი ამ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც გაირკვევა ამ ძალიან მძიმე დარღვევებზე პასუხები და გაირკვევა, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა ამ პროცესში, რა იყო სარჩელების შეცვლის მოტივი და მიზანი, ამის შემდეგ, ბუნებრივია, გასაგები გახდება, ვისი პასუხისმგებლობის საკითხზე შეიძლება ვისაუბროთ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, არსებობს საფუძველი იმის, რომ გარკვეულ პირთა ინტერესებში შედიოდა სარჩელების შეცვლა. “სხვა შემთხვევაში ერთი და იგივე ნომრით ვერ დარეგისტირდებოდა სხვადასხვა შინაარსის სარჩელი, მაგრამ ვარაუდებს ვერ დავეყრდნობით, საჭიროა სწორედ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შექმნა საკონსტიტუციო სასამართლომ მომზადდეს დასკვნა. დასკვნა უნდა მიიღოს პლენუმმა”, - განაცხადა ბესელიამ.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)