08:08 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 14:16:45, 1504 ნახვა

ეკონომიკა
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

"პროექტის  ფარგლებში, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთები შეკეთდება (საერთო სიგრძით 15 კმ).  მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

დმანისის ტერიტორიის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა აღნიშნული გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა, რადგან სწორედ მისი საშუალებით შეუძლიათ ტურისტებს მნიშვნელოვან ისტორიულ ადგილებთან დაკავშირება", - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  საერთო ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics