|
2016-08-25 18:09:03, 1196 ნახვა
ეკონომიკა
უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპი გამოქვეყნდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უცხოელ ვიზიტორთა კვლევის მესამე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად, რომელიც 2016 წლის იანვარ-მარტის პერიოდს ეხება, 1000 უცხოელი ვიზიტორი საქართველოში არსებულ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ქვეყნის დატოვებამდე გამოიკითხა. როგორ კვლევამ აჩვენა, იანვარ-მარტის პერიოდში აჭარას 42,7 % ინდივიდუალური მოგზაური, ხოლო 35,2 % ჯგუფური მოგზაური სტუმრობს და მათი უმრავლესობა რეგიონში საშუალოდ 4 ღამით რჩება. კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით, რომელიც აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდს ეხება გაზრდილია ერთი ტურისტის მიერ რეგიონში 1 დღეში დახარჯული თანხის რაოდენობა, რაც საშუალოდ 451.15 ლარს შეადგენს. კვლევის წინა ორი ეტაპისგან განსხვავებით მესამე ეტაპზე ასევე შეცვლილია მონაცემები რეგიონში ტურისტების ჩამოსვლის ძირითადი მიზნების შესახებაც. ისინი აჭარაში ძირითადათ ღირსშესანიშნაობათა, ბუნებისა და ლანდშაფტების დასათვალიერებლად (38,8 %), მეგობრების მოსანახულებლად (16,6 % ) და აზარტული თამაშებისთვის (12, 5 % ) ჩამოდიან. თუმცა მათ მიერ რეგიონში ყოფნისას განხორციელებულ აქტივობებში აზარტულ თამაშებს მხოლოდ 0,32 % უჭირავს, მაშინ როცა ეკოტურიზმით ტურისტების 59%, ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმით 26,80%, ხოლო კულტურული ტურიზმით 14,74 % ტურისტია დაკავებული. უცხოელ ვიზიტორთა კვლევის წინა ეტაპებისგან განსხვავებით აჭარაში იანვარ-მარტის პერიოდში მყოფი ტურისტებისთვის მთავარ პრობლემას უამინდობა (1,36%) და პატრულთან დაკავშირებული პრობლემები (1,13 %) წარმოადგენს, თუმცა მცირე პროცენტობით პრობლემებში ფიგურირებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მაღალი ფასები და სიძვირე კვების ობიექტებში, მომსახურების დონე და უცხო ენის პრობლემა. 2015 წლის აგვისტო-სექტემბრისა და ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდის კვლევისას კი მომსახუბის დაბალი დონე, სიძვირე, მოძრაობის წესები და ინფრასტრუქტურა ყველაზე მთავარ პრობლემებად სახელდებოდა. კვლევის მესამე ეტაპზე, წინა ორი ეტაპის მსგავსად ტურისტების უმრავლესობა (51,7%) ისევ კმაყოფილია რეგიონში დასვენებით და გამოკითხულთა 95 % -ს სურვილი აქვს აჭარას განმეორებით ეწვიოს. „ჩვენ მიერ ჩატარებული უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგები 10-ვე სამიზნე ქვეყნის მიხედვით არის გაანალიზებული. შედეგები ერთის მხრივ საშუალებას გვაძლევს პიარ და მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვისას ქვეყნების მიხედვით გავითვალისწინოთ თუ რეგიონის რომელ ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს გავუწიოთ პოზიციონირება კონკრეტულ ქვეყანაში და რა გზებით. გარდა ამისა, რა ტიპის პრობლემებს აწყდება ტურისტები რეგიონში სტუმრობისას და როგორ შეიძლება მათი მოგვარების გზების დაგეგმვა -განხორციელება. ჩვენ ვაგრძელებთ უცხოელ ვიზიტორთა კვლევას და 2016 წლის სრულ მონაცემებს კვლევების დასრულებისას გამოვაქვეყნებთ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. უცხოელ ვიზიტორთა კვლევის სამივე ეტაპის შედეგების ნახვა შესაძლებელია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ -გვერდზე gobatumi.com. ინფოგრაფიკის სანახავად გადადით ბმულზე.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)