07:09 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 17:33:57, 1400 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო შეძლებს გაფართოებას

კომპანია შპს „რეზონი“ პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას და ქართული ბაზრისათვის ინოვაციური,  მაღალი ხარისხის 5 ფერიანი ციფრული საბეჭდი დანადგარის ამოქმედებას შეძლებს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საწარმო, შპს „რეზონი,“ ორიენტირებულია ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალების წარმოებაზე, ბიზნეს საქმიანობის გაფართოების შემდგომ კი შეძლებს ხარისხიანი ბეჭდვის წარმოებას ყველანაირი სახის ქაღალდზე, მეტალისა და მუყაოს მასალების ჩათვლით.  

კომპანია გეგმავს სარეკლამო  მასალების წარმოებას  ახალი ციფრული დანადგარის დახმარებით, რომელსაც შეუძლია 15 წუთში მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით დაბეჭდოს 50 ერთეული, 40 გვერდიანი ჟურნალი.  
 
საწარმო, რომელიც 2016 წლის სექტემბერში გაიხსნება, მდებარეობს ქ. თბილისში ნინუას ქუჩაზე და დამატებით 20 ადამიანს დაასაქმებს.     

შპს „რეზონი,“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  759 42  აშშ დოლარს შეადგენს. 

ცნობისთვის, 2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 

 შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში,“ რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.


(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics