21:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 10:35:44, 1743 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში 3 აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 220-ზე მეტი ადამიანი

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3 აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმების შედეგად 220-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.  

ყველაზე ძლიერი აფეთქება ქალაქ ელაზიგში, პოლიციის განყოფილებასთან მოხდა, რის შედეგადაც დაირუპა 3 და დაშავდა 210 ადამიანი.

როგორც თურქული მედია წერს, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმის განცხაებით, აფეთქებები “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მიერ იყო ორგანიზებული.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება გასული წლის ივლისში გამწვავდა, როდესაც ხელისუფლებასა და ქურთ ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics