15:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 22:39:14, 896 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძის პარტიის პასუხი „ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანს“ - ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის

საარჩევნო ბლოკმა „ვაშაძე, ჯაფარიძე- ახალი არჩევანი“ დღეს პაატა ბურჭულაძის პარტიას გაერთიანება შესთავაზა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აქვთ პასუხისმგებლობა და საერთო ფასეულობები, მკვეთრად გამოხატული დასავლური ღირებულებები, უნდა გააერთიანონ საკუთარი ძალები და გამოცდილება საქართველოს კეთილდღეობისათვის.  

შეთავაზებას "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი პაპავა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუშ გამოეხმაურა.

ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლის დღიდან აქვს სურვილი ითანამშრომლოს პროდასავლურ ძალებთან:

"ჩვენ ღია ვართ პროდასავლური პარტიებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. მივესალმებით იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა ზურა ჯაფარიძისა და ვაშაძის მიერ, ჩვენ ვთვლით, რომ ნამდვილად კომპეტენციაზე, სუფთა წარსულსა და რეპუტაციაზე დაფუძნებული ძალა ვართ და ვთვლით, რომ პაატა ბურჭულაძეს ნამდვილად აქვს რესურსი იმის, რომ შემოიკრიბოს პროდასავლური ძალა".

გიორგი პაპავას თქმით, ისინი გუნდში, პაატა ბურჭულაძესთან ერთად, განიხილავენ ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის შეთავაზებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics