15:49 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 16:53:01, 774 ნახვა

პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანების თაობაზე არანაირი კონსულტაციები არ გვქონია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ წამოსული წევრების განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ პაატა ბურჭულაძის პარტიასთან გაერთიანების თაობაზე კონსულტაციები „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონია.

„ასე იმართლებენ თავს ადამიანები, ვისაც ფულის მეტი არაფერი აინტერესებთ, არანაირი მოლაპარაკება პაატა ბურჭულაძის პარტიასთან წინასაარჩევნოდ გაერთიანებასთან  დაკავშირებით არ გვქონია“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“  ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილმა უფროსმა

იოსებ ხიმშიაშვილმა და მისი გუნდის 25-მა წევრმა პარტია დატოვა. ამის ერთ-ერთ მიზეზად მათ დაასახელეს, რომ პარტია აწარმოებს კონსულტაციებს ”ახალ საქართველოსთან”, ”გირჩთან” და ”ნაციონალურ მოძრაობასთან”. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics