13:01 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 18:50:02, 915 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: თუ შენ არ მიდიხარ არჩევნებზე, უარს ამბობ შენს თავისუფლებაზე

თუ არ მიდიხარ არჩევნებზე, თუ არ ირჩევ იმ პოლიტიკურ ლიდერებს, ვინც შემდეგ გმართავენ, შენ უარს ამბობ შენს თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდული საარჩევნო კამპანიის „შენი ხმა ჩვენი მომავალი” გახსნისას განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, „ერთმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ თქვა, რომ ცუდ მთავრობებს, ცუდ ხელისუფლებებს ირჩევენ კარგი ადამიანები, რომლებიც არ მიდიან არჩევნებზე“.

„ჩვენ ასე არ უნდა დაგვემართოს. თქვენ უნდა დაარწმუნოთ ამომრჩეველი, რომ თუ ის არჩევნებზე არ მივა, ამით ვერავის ვერაფერს ვერ გაუკეთებს. 10 პროცენტიც რომ მივიდეს მოსახლეობის, ან 5 პროცენტიც, არჩევნები მაინც ჩატარებულად ჩაითვლება და აირჩევა ისეთი ხალხი, ვინც არ წამოადგენს ჩვენს ნებას, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. თქვენ უნდა მიხვიდეთ ქალაქებში, სოფლებში, უნდა ელაპარაკოთ ხალხს და დაარწმუნოთ ისინი, რომ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი. უნდა მოუწოდოთ კარგად მოუსმინონ პოლიტიკოსებს, მოუსმინონ მათ დაპირებებს, რამდენად რეალურია მათი დაპირებები და შესრულებადია ის, რასაც ისინი ხალხს პირდებიან, უნდა დაარწმუნოთ ხალხი, რომ ამაში დეტალურად ჩაიხედონ”, - მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics