|
2016-08-01 09:31:50, 1298 ნახვა
ეკონომიკა
„დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და ჩინურ კომპანიას შორის, მილიონი ბოთლის შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში, დუგლაძეების ღვინის კომპანიის, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის, შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟის მასპინძლობით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, შანხაის ღვინის ბირჟის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება - “ქართული ღვინის ზაფხული”. “ქართული ღვინის ზაფხულის” ფარგლებში გაფორმდა სამი მემორანდუმი. ერთერთი მემორანდუმის მიხედვით “დუგლაძეების ღვინის კომპანიასა” და “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” შეთანხმებით, ”დუგლაძეების ღვინის კომპანიის პროდუქტი” იქნება პირველი ქართული ღვინო და ამავდროულად პირველი ქართული პროდუქტი E-Silkroud-ზე. აღნიშნული შეთანხმების საფუძვლეზე, უკვე ივლისის თვეშივე განხორციელდა 300 000 ბოთლი ღვინის შესყიდვა, ხოლო, მხარეები იმედოვნებენ რომ წლის ბოლომდე აღნიშნული ციფრი ერთ მილიონს მიაღწევს. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან” და “შინჰუა ნეტთან” მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმად “აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის” და “შინჰუა ნეტის” ერთობლივ პროექტის ფარგლებში “E-Silkroad - One Country One Product” საქართველო როგორც ერთი ქვეყანა, ჩინეთის ბაზარზე, აბრეშუმის გზის სხვა 40 წევრ ქვეყას შორის წარდგენილი იქნება ერთი პროდუქტით, ქართული ღვინით. აღსანიშნავია, რომ E-Silkroad მიიჩნევა ერთ-ერთ უმსხვილესი ონლაინ პლატფორმად, სადაც აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების პროდუქტი ონლაინ რეჟიმში გაიყიდება ჩინეთის მასშტაბით. მემორანდუმი გაფორმდა აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, “შანხაის თავისუფალი სავაჭრო ზონის ღვინის ბირჟას” და "აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატას" შორის. შეთანხმების თანახმად შანხაის ღვინის ბირჟაზე განთავსდება ქართული ღვინის საგამოფენო ცენტრი და აღნიშნული ფართი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს განკარგვაში გადაეცემა. ***აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით. ხოლო, ჩინეთის მხრიდან, შანხაის მუნიციპალური მთავრობის, თავისუფალი სავაჭრო ზონის და პუდონგის რაონის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, სახელმწიფო ორგანიზაციების და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები. შანხაის ღვინის ბირჟა წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღვინის პროფესიონალურ სადილერო ორგანიზაციას, რომელიც ფარავს ჩინეთის მასშტაბით იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელების ბაზრის 75%-ს. შესაბამისად, ქართული ღვინის განთავსება შანხაის ბირჟაზე ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგების მოტანი იქნება. დუგლაძეების ღვინის კომპანიის შესახებ დუგლაძეების ღვინის კომპანიის“ მიზანი იმთავითვე იყო მაღალი ხარისხის პროდუქციის მოწოდება მომხმარებლისათვის როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ, რამაც განაპირობა წარმატებულ ღვინის საწარმოდ ჩამოყალიბება. კომპანია ფლობს საკუთარ ვენახებს საქართველოს მეღვინეობის სხვადასხვა მხარეში. გარდა ამისა, კომპანია ქართველი გლეხებისგან წელიწადში 5000 ტონაზე მეტ მაღალი ხარისხის ყურძენს იძენს, რომელიც გადის მკაცრ შერჩევას ხარისხისა და ჯიშობრივი სიწმინდის ნიშნით. „დუგლაძეების ღვინის კომპანია“ აღჭურვილია მსოფლიოში აღიარებული კომპანიების მიერ წარმოებული მანქანა - დანადგარებით როგორებიცაა "Della Toffola", "Krones", "Cavagninno & Gatti", "Seitz Enzinger Noll". საწარმოში განთავსებულია თანამედროვე ლაბორატორია, ყველა საჭირო ფიზიკური და ქიმიური ფართო სპექტრის ანალიზის ჩატარებისთვის. საწარმო სერტიფიცირებულია ISO22000-ის მიხედვით TÜV SÜD-ის მიერ. “დუგლაძეების ღვინის კომპანიას” ღვინის არაერთ კონკურსზე, ფესტივალსა თუ დეგუსტაციაზე აქვს ჯილდო მიღებული. კომპანია ყოველთვის ორიენტირებულია ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე, რასაც ადასტურებს მის მიერ მიღებული მედლები, სიგელები და დიპლომები სხვადასხვა პროფესიულ ღონისძიებებზე.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)