2016-07-29 11:25:02, 1182 ნახვა
ეკონომიკა
NDI - გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27%-ის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დგას.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 19% აცხადებს, რომ "ქართული ოცნება", 15% - "ნაციონალური მოძრაობა", 10%-მა არ იცის. მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისათვის" ყველაზე ახლოს დგას გამოკითხულთა 5%-თან, "პატრიოტთა ალიანსი" - ასევე გამოკითხულთა 5%-თან. "თავისუფალი დემოკრატები" - 4%-თან, "ლეიბორისტული პარტია" - 4%-თან, ხოლო სხვა პარტიები 6 %-თან.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.1%-ია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან