19:27 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-23 13:41:49, 1754 ნახვა

მსოფლიო
ჟურნალისტ პაველ შერემეტს მინსკში დღეს დაკრძალავენ

ცნობილ ჟურნალისტ პაველ შერემეტს მინსკში დღეს დაკრძალავენ, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი ბელარუსში გუშინ გადაასვენებს.

დილიდან მინსკის მთავარ ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცერემონიას შერემეტის მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ პაველ შერემეტი კიევში სამი დღის წინ ავტომანქანის აფეთქების დროს დაიღუპა.

გამოძიების ცნობით, მის ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც. კადრებში ჩანს ორი პირი, რომელიც შერემეტის მანქანას უახლოვდება და ბომბს ამონტაჟებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ერთ-ერთ მოტივად ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა სახელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics