|
2016-07-20 20:39:59, 1163 ნახვა
სამართალი
პაპიძის ადვოკატი: მაგდა ნაფიცმსაჯულების შერჩევის სხდომაზევე მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა
ადვოკატ მარიამ ფხალაძის განცხადებით, მაგდა პაპიძესთან შეთანხმებულები იყვნენ, რომ მისი საქმე სასამართლოს უნდა განეხილა და არა ნაფიცმსაჯულებს. როგორც ფხალაძე "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, მაგდამ გადაწყვეტილება ბოლო მომენტში, გარკვეული მტკიცებულებების არდასაშვებად ცნობის თაობაზე, დაცვის მხარის შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ შეცვალა და ბედი ნაფიცმსაჯულებს ანდო. თუმცა, ადვოკატის თქმით, პაპიძე ნაფიციმსაჯულების შერჩევის სხდომაზევე მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა: "არაერთხელ გაჟღერდა, რომ დაცვის მხარის არასწორი სტრატეგია იყო, როცა ნაფიცი მსაჯულები აირჩია. გარკვეულწილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ მოდით, ნუ დავარქმევთ ამას დაცვის მხარის სტრატეგიას. კიბატონო, მე ვიცავ მაგდას ინტერესებს და ჩემი მოვალეობაა, მაგდა დავარწმუნო, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დამერწმუნეთ, ბოლო მომენტამდე მაგდაც და ჩვენც ჩამოყალიბებული ვიყავით იმაზე, რომ ეს საქმე უნდა განეხილა სასამართლოს იმიტომ, რომ სასამართლო იყო ვალდებული, თავისი განაჩენი დაესაბუთებინა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე როცა შუამდგომლობას აყენებს, რომ ურო დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან მასზე ნელ-ნელა გაჩნდა სისხლის კვლები და არაა უარყოფილი გონივრული ეჭვი ამ თვისებების შეცვლის, რომ დივანზე არსებული სისხლის ლაქები დაუშვებელი მტკიცებულება იყოს, კედელზე ნანახი სისხლის წვეთები დაუშვებელი მტკიცებულება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ თვენახევრის შემდეგაა მოპოვებული, დაცვის მხარე როცა აკეთებს აქცენტს, რომ თუნდაც ის დღიური, რომელიც ორი კვირის შემდეგ იპოვეს, ესეც დაუშვებელი მტკიცებულებაა( ქალმა თურმე თავისი შვილის ფლომასტერები, წიგნები დახია და გადაყარა ბუნკერში და ამ გეგმას გიტოვებს თაროზე? ლოგიკა არ არსებობს), და მოსამართლე უარს გეუბნება. მაგდა ადგა და მეკითხება, რომ ამ სასამართლოს იმედი უნდა მქონდესო? არვიცი, რომელი ადვოკატი აიღებდა იმწუთში თავის თავზე პასუხისმგებლობას და იმას, რომ არა, მაგდა, შენ გინდა თუ არა სასამართლო აირჩიე. ჩვენი პასუხი იყო ასეთი-მაგდა, შენ იცი საზოგადოების აზრი შენთან დაკავშირებით, რომ 100-დან 90 შენი წინააღმდეგია და შენ ესწრები სასამართლო პროცესს. შენ თვითონ გადაწყვიტე, ჩამოყალიბდი. იქვე მიიღო მაგდამ გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენთვისაც მოულოდნელი და იყო სიურპრიზი, რომ მისი საქმე უნდა განეხილათ ნაფიც მსაჯულებს, რადგან ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეთანხმებული ვიყავით, რომ მისი საქმე განეხილა სასამართლოს",-განაცხადა მარიამ ფხალაძემ. კითხვაზე- ხომ არ ნანობს მაგდა პაპიძე ამ გადაწყვეტილებას, ადვოკატმა ასე უპასუხა: "როდესაც ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დავიწყეთ, მან ნახა იქ, რა კონტიგენტი მოდიოდა, აი მაშინ, შერჩევის სხდომაზე თქვა, რომ ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ იყვნენ ნაფიცი მსაჯულები და მათ როგორ უნდა გადაწყვიტონ ჩემი ბედიო. შერჩევის სხდომაზევე მიხვდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... თუმცა, თუკი სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ გამოტანილი ვერდიქტი იყო აბსოლუტურად შეუსაბამო და არ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები ვერდიქტის კანონიერების გასამყარებლად, შეეძლო მსაჯულები დაეთხოვა და ახალი მსაჯულები მოეწვია. გარანტი იმისა, რომ შეიძლებოდა შემდეგ რაღაცა შეცვლილიყო, არვიცი. უბრალოდ, ბავშვის ნაწილში სასამართლო ვერანაირად ვერ დააყენებდა განაჩენს და შესაძლებელია, სასამართლოს კვალიფიკაციის შეცვლაზე ემსჯელა. იმედის დროში გაჟღერდა, რომ დაცვა იყო სუსტი, დაცვა იყო თუ არა სუსტი, ესაა იმ ადამიანის შესაფასებელი, ვის ინტერესსაც იცავ. მაგდა პაპიძე არ არის იმ კატეგორიის ქალი, რომელიც რომ მიმხვდარიყო, რომ სადღასაც მისი ინტერესების დაცვა სათანადოდ არ ხორციელდებოდა, მას თავისი პოზიციის დაფიქსირება, ჩვენი ამ საქმიდან ჩამოშორება, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ის მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგდა კარგად ხედავდა, რაც ხდებოდა. მან თვითონ იცოდა, რომ ნაფიცი მსაჯულები იყო მისი გადაწყვეტილება და მან აიღო მის თავზე პასუხისმგებლობა. ისიც იცოდა, რომ თუკი მსუბუქ მუხლს არ შევთავაზებდით ნაფიც მსაჯულებს, არსებობდა რეალური რისკები, რომ მას მუდმივი პატიმრობა ელოდა, ეს არ იყო მაგდასთვის მოულოდნელი",-აღნიშნა მარიამ ფხალაძემ. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს - მარნეულში ქალი დააკავეს
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)