|
2016-07-20 19:50:02, 1146 ნახვა
სამართალი
პაპიძის ადვოკატი: იშვიათად მქონია შემთხვევა, დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაღაც მერჩია და არ გაეზიარებინა
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი მაგდა პაპიძის ადვოკატის მარიამ ფხალაძის განცხადებით, პაპიძემ დაცვის მხარის რამდენიმე შეთავაზებაზე, რომლითაც, დიდი ალბათობით, ის სამუდამო პატიმრობას აცდებოდა, უარი თქვა. როგორც ფხალაძე "ექსპრესნიუსთან" ინტერვიუში ამბობს, მაგდა საკმაოდ რთული ადამიანია და საკუთარი პრინციპების მიხედვით მოქმედებს. თუმცა, ადვოკატის თქმით მაგდასი ესმის. ფხალაძის განმარტებით, ნაფიცმსაჯულებისთვის მსუბუქი მუხლის შეთავაზებაზე უარი პაპიძემ იმ მიზეზის გამო თქვა, რომ მისი მიზანი არა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა და სასჯელის შემსუბუქება, არამედ- გამართლება იყო. "მაგდა საკმაოდ რთული ადამიანია იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს საკუთარი ხედვა, საკუთარი პრინციპები და ამ პრინციპებს მიყვება. 18 წელია ამ საქმიანობაში ვარ და ძალიან იშვიათად მქონია ისეთი შემთხვევა, რომ როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის რაღაცა მირჩევია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ეს პოზიცია არ გაუზიარებია. მაგდა არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგისმინოს, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თვითონ. სხვათაშორის, ექსპერტმა კიდევაც თქვა, რომ მაგდა არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მაღალი თვითკონტროლის უნარი აქვს და გადაწყვეტილებების მიღების თავისეული გზა აქვს. აქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მაგდას ჩვენთვის რომ დაეჯერებინა, რომ სასამართლო აგვერჩია, ან თუ სასამართლო არ აგვერჩია, ნაფიცებისთვის მსუბუქი მუხლი შეგვეთავაზებინა, არ აღმოჩნდებოდა მუდმივი პატიმრობის ქვეშ. მაგრამ, აბსოლუტურად მესმის მისი იქიდან გამომდინარე, რომ როცა შენთვის, როგორც დედისთვის, ის კიარაა მნიშვნელოვანი შენ 16 გექნება, 20, თუ მუდმივი, მნიშვნელოვანია ის, რომ შენ არ დაგერქვას შენი საკუთარი ქმარ-შვილის მკვლელი. მესმის მაგდას გადაწყვეტილებების. უბრალოდ, ვამბობ, რომ სამართლებრივად ამ გზას რომ გავყოლოდით ჩვენ, აბსოლუტურად სხვა შედეგებს მივიღებდით, მაგრამ როცა ადამიანისთვის არაა მნიშვნელოვანი სხვა შედეგი გარდა იმისა, რომ ის უნდა გამართლდეს ამ დანაშაულის ჩადენაში, რა თქმა უნდა, მაგდას გადაწყვეტილებების მესმის",-განუცხადა "ექსპრესნიუსს" მარიამ ფხალაძემ. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლემ სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრა და პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ინტერვიუ მაგდა პაპიძის ადვოკატთან
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)