|
2016-07-18 17:36:41, 658 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილმა ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საფრანგეთში, ნიცაში 14 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა. „მინდა, გამოვხატო უდიდესი მწუხარება და ღრმა თანაგრძნობა ნიცაში მომხდარ საშინელ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეს საზარელი აქტი, ტერორიზმისა და გლობალური ექსტრემიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლის საჭიროებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს. ამ ბრძოლაში, საქართველო ყოველთვის იქნება საფრანგეთის უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე. ამ გლოვის წუთებში, თითოეული ქართველი ფრანგი ხალხისადმი სოლიდარულია. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ მსხვერპლთა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში გაკეთებულ ჩანაწერში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)