|
2026-05-08 13:15:05, 4089 ნახვა
სამართალი
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რუსული კანონის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა მიხეილ ყაველაშვილს შეყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას აქტივისტი გიორგი რომელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ორი დღის წინ დამირეკა ციხიდან ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, ბიჭმა რომელიც 2024 წლის 8 მაისის შემდეგ ციხეში იმყოფება… (2 წელი). თავდაპირველად მითხრა რომ იმედია არ გამაკრიტიკებო, რაზეც ჩემი პასუხი იყო რომ არ გავაკრიტიკებდი მის არცერთ ნაბიჯს. ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა! არცერთმა ადამიანმა, არცერთი დღით მეტი არ უნდა გაატაროს საპატიმროში, როდესაც მისი ციხეში ყოფნა არც სამართლებლივადაა სწორი და საზოგადოების პოლარიზაციასაც მუდმივ რეჟიმში კვებავს. ქართული ოცნების წევრების არაერთი განცხადების საპასუხოდ, რომ "ითხოვონ შეწყალება და შევიწყალებთ" ფრიდონმა გადადგა ეს ნაბიჯი პირველმა, ახლა ქართული ოცნების და მიხეილ ყაველაშვილის ნაბიჯის დროა. გაათავისუფლეთ ფრიდონ ბუბუტეიშვილი და ნუ გაატარებინებთ ამ ბიჭს კიდევ 3 წელს ციხეში. საქართველოს საპატრიარქო - ქართველი ხალხის სულიერი კეთილდღეობა და მათი სიმშვიდე გარკვეულწილად თქვენი პასუხისმგებლობაცაა, ამიტომ განხეთქილების დასრულების დასაწყისად ითხოვეთ და მოუწოდეთ ქართულ ოცნებას უპასუხონ ფრიდონ ბუბუტეიშვილის ნაბიჯს და მოაწერონ შეწყალების აქტს ხელი. საჭიროების შემთხვევაში თავად შემიძლია გავესაუბრო საპატრიარქოს წარმომადგენელს ამ საქმის დეტალური შესწავლისთვის" - წერს რომელაშვილი. ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი 2024 წელს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მაშინ ის 19 წლის იყო. ბუბუტეიშვილი სასჯელს პირველ პენიტენციურ დაწესებულებაში, სამარტოო საკანში იხდის. 2025 წლის 20 იანვარს მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ფრიდონ ბუბუტეიშვილს ბრალად ედებოდა პარლამენტის ჭიშკრის დაზიანება და მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)