|
2016-07-18 16:11:13, 677 ნახვა
საზოგადოება
კომისიამ „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, „ტელეკომპანია ქუთაისს" და რამდენიმე შპს-ს მაუწყებლობის ავტორიზაცია შეუჩერა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რეი ლაითის“, შპს „ტვ XXI+“-ის, შპს „ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის“, შპს „მიუზიკ ბოქს ჯორჯიას“, შპს „ტელეკომპანია ქუთაისის“, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV”-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. "”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად: არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; არ იხდის რეგულირების საფასურს. კომისიის მიერ დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები არ ახორციელებენ ავტორიზებულ საქმიანობას. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება მათი მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე",-ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)