|
2016-07-18 10:29:49, 638 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ფოთში გარემოსდაცვის თემაზე პროექტი დაასრულა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში გარემოსდაცვის თემაზე ტრენინგი და დასუფთავების აქცია ჩატარდა. მასში ქალაქ ფოთის საჯარო სკოლებიდან 14-დან 18 წლამდე ასაკის 15 მოხალისე მონაწილეობდა. პროექტი - „დაიცავი გარემო“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. ტრენინგი კოლხეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების სპეციალისტმა, მანანა ჩიქოვანმა ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ მოხალისეებისთვის გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სახალისო ვიქტორინა გაიმართა. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ. პროექტის დასკვნით ნაწილში კი კოლხეთის ეროვნული პარკში დასუფთავების ერთობლივი აქციაც ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ აქციის - „დაიცავი გარემო“ - იდეა ქალაქ ფოთში მცხოვრებ ახალგაზრდებს ეკუთვნით, რომელიც “იდეიდან ცვლილებამდე“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. პროექტი „იდეიდან ცვლილებამდე“ მიმდინარეობს რამდენიმე რეგიონში, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება აქვთ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)