|
2016-07-18 10:01:41, 565 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის იუსტიციის სახლი 3 აგვისტოს გაიხსნება
იუსტიციის მინისტრი ლაგოდეხს ესტუმრა და იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა. თეა წულუკიანი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულთ გაესაუბრა. თეა წულუკიანთან ერთად ლაგოდეხშიიმყოფებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე. იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის შემდეგ ლაგოდეხის მცხოვრებთ საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორების 400-ზე მეტი სერვისი. იუსტიციის სახლში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნულიბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საჯარორეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისები. ლაგოდეხის იუსტიციის სახლში მოეწყობა,აგრეთვე, იუსტიციის სასწავლო ცენტრისტრენინგების ოთახი. ლაგოდეხის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. ტენდერი მის მშენებლობაზე გასული წლის მაისში გამოცხადდა. შენობისსაერთო ფართი 760 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 35 ადგილობრივი დასაქმდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)