|
2016-07-18 09:57:01, 626 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა
დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინა საკუთრებაში, ამჯერად, 42-მა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. იმავე კატეგორიის 30-მდე სამხედრო კი, საცხოვრებელი ბინით შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდება. „მინისტრობის პირველივე დღესვე განვაცხადე, რომ თავდაცვის სამინისტრო თავის ვალდებულებებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეასრულებდა მინიმუმ ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები უკლებლივ დავაკმაყოფილეთ საცხოვრებელი ბინებით და შემდეგი ეტაპი უკვე იყო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების უზრუნველყოფა. დღეს ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი განხორციელდა. სულ სამი ათეული სამხედრო მოსამსახურეა დარჩენილი, ვინც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მადლობის გამოხატვის ბევრი ფორმა არსებობს, ბუნებრივია, და თუკი რამ შესაძლებლობა გაგვაჩნია, სწორედ, მათი ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე. ბინების გადაცემის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ალაფურშეტი მოეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)