18:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-17 13:18:45, 2025 ნახვა

მსოფლიო
ერევანში შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის შენობა დაიკავეს-ხელისუფლება შეიარაღებულ აჯანყებას უარყოფს

ერევანში შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ოპოზიციონერ ჟირაირ სეფილიანის მომხრეები არიან, პოლიციის  შენობა დაიკავეს. ისინი სომხეთის ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ასევე, გავრცელებული ცნობით, შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეიარაღებულ პირებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ისინი სამართალდამცველებს ჩაბარდნენ.
ცოტა ხნის წინ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულ პირებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.  გარდა ამისა, ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ  სომხეთის ხელისუფლება შეიარაღებული აჯანყების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics