|
2016-07-17 11:43:24, 725 ნახვა
საზოგადოება
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს 22:00 საათიდან 18 აგვისტომდე შეიზღუდება
საგზაო სამუშაოების გამო, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს 22:00 საათიდან 18 აგვისტომდე შეიზღუდება. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, წინამძღვრიშვილის ქუჩა კიტა აბაშიძის ქუჩიდან ლევ ტოლსტოის ქუჩამდე გადაიკეტება, ხოლო გოგიბერიძის ქუჩა ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი დარჩება. შესაბამისად, 18 ივლისის 06:00 საათიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოძრავი N122 ავტობუსის მარშრუტი შემდეგნაირად შეიცვლება: წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ავტობუსი აუხვევს კიტა აბაშიძის ქუჩაზე, საიდანაც გადავა ჩიტაიას ქუჩაზე და მაზნიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების გავლით გზას განაგრძობს დადგენილი სქემის მიხედვით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გაუხვევენ მარჯანიშვილზე, გაივლიან ჩუბინაშვილის, ჩიტაიასა და მაზნიაშვილის ქუჩებს, შევლენ ჯავახიშვილის ქუჩაზე, რის შემდეგაც მოძრაობას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)