|
2016-07-17 10:33:21, 753 ნახვა
საზოგადოება
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" საფრანგეთში მომხდარი ტერაქტის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს: "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" გამოთქვამს ღრმა მწუხარებასა და უკიდურეს შეშფოთებას საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ისტორიაში. თითოეული ჩვენგანი უაღრესად შეშფოთებული ვართ განვითარებული მოვლენებით. აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გააქტიუროს. რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამ მძიმე წუთებში მსოფლიოს ერთიანობა მართებს. ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, ვუსამძიმრებთ ფრანგ ხალხს. თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ მათ",-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)