|
2016-07-16 16:49:49, 712 ნახვა
საზოგადოება
ცესკო ამომრჩევლებს მიმართავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს მიმართავს. მიმდინარე წლის 13 ივლისს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები 2016 წლის არჩევნებში ამომრჩევლების მონაწილეობის წესს არეგულირებს. ცვლილება ეხება ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან იქნენ მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა და მათ, ვინც რეგისტრირებულები არიან მისამართის მითითების გარეშე. „საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ამ ტიპის ამომრჩევლები პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის 2016 წლის 1 აგვისტომდე უნდა გამოცხადდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითონ მხოლოდ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი“, - აცხადებენ ცესკოში. დღეს, გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს, მოუწოდა დროულად გაიარონ რეგისტრაცია მიმდინარე წლის 31 ივლისის ჩათვლით, რაც მათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს; „აღსანიშნავია, რომ ისინი ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლებულები იქნებიან მომსახურების გადასახადისგან; აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოქალაქეები უშუალოდ სააგენტოში მიიღებენ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგის ბოლოს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)