17:37 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 14:54:51, 1905 ნახვა

მსოფლიო
ილდირიმი: ამ დროისთვის შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილე, 2 839 სამხედროა დაპატიმრებული

თურქეთის პრემიერ მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ამ დროისთვის შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილე, 2 839 სამხედროა დაპატიმრებული, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ილდირიმი აცხადებს გარდაცვლილია 161 ადამიანი, 1 440 კი დაჭრილია.

ცნობისთვის, გავლენიანი სააგენტო AP-ის იფნორმაციით, თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

გადაკეტილი იყო ათათურქის სახელობის აეროპორტი და ქალაქის 2 მთავარი ხიდი. თურქეთის პარლამენტი 2-ჯერ დაიბომბა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics