|
2016-07-16 13:27:53, 704 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო ანსამბლის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზეა და საჭიროების შემთხვევაში, მზადაა მათ ყოველგვარი დახმარება გაუწიოს. „მიმდინარე წლის 16 ივლისს თურქეთის რესპუბლიკაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე გადაკეტილ იქნა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზები. აღნიშნულის გამო, 16 ივლისის ღამეს, ბულგარეთიდან, თურქეთის გავლით, საქართველოში მომავალ ავტობუსს, რომელზეც იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები და ანსამბლის ხელმძღვანელობა, ქ. სტამბოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით მოუწია გაჩერება. თურქეთში ვითარების დასტაბილურების შემდეგ მოხდა ქ. სტამბოლის და მისკენ მიმავალი საავტომობილო გზების გახსნა, რის შესახებაც ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ აცნობა ავტობუსში მყოფებს. ამჟამად ავტობუსი დაიძრა სტამბოლის მიმართულებით. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა ანსამბლის ხელმძღვანელობასთან და, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა გაუწიოს მას ყოველგვარი დახმარება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)