16:48 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 01:33:24, 1469 ნახვა

მსოფლიო
TRT: თურქეთში სამხედო მდგომარეობა გამოცხადდა, ამიერიდან თურქეთს „სამშვიდობო საბჭო“ მართავს

თურქული მედიის ცნობით, თურქეთში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა, TRT-ს წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ამიერიდან თურქეთს „სამშვიდობო საბჭო“ მართავს.

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. 

ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics