|
2016-07-14 12:04:52, 706 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო
თბილისის მერიამ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ბაღში 7 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში 250-მდე ბავშვი ჩაერთვება. ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა რაიონის მოსახლეობის თხოვნით გადაწყდა. ახალი ბაღი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევა. ბაღის მშენებოვბისთვის 1 მილიონ 798 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული ბაღი ერთ-ერთია იმ 10 ბაგა-ბაღიდან, რომელთა მშენებლობაც მიმდინარე წელს დაიწყება. "ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მნიშვნელოვან პრობლემას საბავშვო ბაღი წარმოადგენდა. ამიტომ, ჩვენ დავიწყეთ ამ უბანში ახალი ბაღის მშენებლობა. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მომავალი წლის იანვრიდან მიიღებს ბავშვებს. 250 ბავშით იქნება ბაღი წარმოდგენილი. შენობა თანამედროვე სტანდარტებით იქნება აღჭურვილი, მოეწყობა ეზო და ატრაქციონები დამონტაჟდება. ამ უბანს საბავშვო ბაღთან არსებული პრობლემა მთლიანად მოუგვარდება",-განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა საბავშვო ბაღის საძირველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)