|
2016-07-12 16:36:55, 1024 ნახვა
სამართალი
ხმაური სასამართლოში - „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულები პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელ კომპლექს "თეთრი მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროცესი იწყება. სასამართლოში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც თავს „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებად მიიჩნევენ. ისინი ბრალდებულების დაპატიმრებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო სასამართლოს # 14 დარბაზთან, სადაც პროცესის ჩატარება იგეგმებოდა. დარბაზის სიმცირის გამო, ყველას არ აძლევდნენ საშუალებას, სხდომას დასწრებოდა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა. ამიტომ, პროცესის დიდ, #1-ე ლ დარბაზში გამართვა გადაწყდა, სადაც მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრლდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატები კი, ალტერნატივის სსხით, გირაოს შუამდგომლობით წარდგებიან. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. შეგახსენებთ, გამოძიება მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელსა და სალომე ჩარკვიანს ერთობლივად მენაშენეთა კუთვნილი 19 740 845 ლარის გაფლანგვას ედავება. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, შპს ცენტრ პოინტ აჭარას დირექტორი ირაკლი მინდელი შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილთან ერთად 2009 წლის 7 ივლისიდან - 2010 წლის 30 მარტამდე პერიოდში დაეუფლა მენაშენეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 1 657 959,39 ლარის ოდენობით, რაც მათ ერთობლივად მიითვისეს. საუბარია ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „თეთრ მაგნოლიაზე“. მაია რჩეულიშვილის, ირაკლი მინდელის, სალომე ჩარკვიანის და გურამ რჩეულიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. "ცენტრ პოინტი აჭარა“-ს დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დაკავებულები არიან. სასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის გამოც მის მიმართ დაკავების გარეშე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა. რაც შეეხება გურამ რჩეულიშვილს, მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასევე მასზე გამოცხადებულია ძებნა.
ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის პრეზიდენტის პოსტი დატოვა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
i24NEWS: ნეთანიაჰუმ ერდოღანის წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის საქმის მომზადება ბრძანა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)