|
2016-07-06 17:21:19, 631 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტომ მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
შსს-ს მომსახურების სააგენტომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულს აგრძელებს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, მომსახურების სააგენტომ აჭარის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა ბათუმის მომსახურების სააგენტოს შენობაში გაიმართა. სააგენტოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე, წარუდგინეს პრეზენტაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მედიის წარმომადგენლებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. ჟურნალისტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ჟურნალისტებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, არსებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. მედიის წარმომადგენლებმა მართვის მოწმობის იმიტირებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდაც ჩააბარეს. შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასთან დაკავშირებული, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)